ვოლსკი დეპუტატების მიერ თანამდებობის დატოვებაზე: არამგონია ახლა უმრავლესობის რღვევაზე საუბრის საბაბი არსებობდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ რღვევაზე საუბარი ნაადრევია.

ამასთან, დეპუტატი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დღეს პარლამენტში თანამდებობები დატოვეს პარტიისთვის სერიოზული დანაკლისია.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის შენარჩუნება საგანგებოა არა მარტო პარტიისთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსთვის. არამგონია ახლა უმრავლესობის რღვევაზე საუბრის საბაბი გვქონდეთ. მაგრამ ჩვენი გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია ადამიანები, რომლებიც გადადგომის თაობაზე განაცხადეს. იმიტომ, რომ თავის ინტელექტითაც, აქტიურობითაც საკმაოდ სერიოზული პოზიტივები შეჰქონდათ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები