ლევან კობერიძე: არ გამოვრიცხავ, გეგმა იყოს ვადამდელი არჩევნების ჩატარება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის შეფასებით, რაც დღეს პარლამენტში მოხდა, ამას ჟარგონულად “გადაგდება” ჰქვია.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს საზოგადოება საკადრისს პასუხს გასცემს.

“საქართველოს მოსახლეობა “ქართულმა ოცნებამ” “გადააგდო”. დღეს მივიღეთ პასუხი, რომ რეალურად მოხდა ის, რომ მმართველმა გუნდა ხალხი მოატყუა. არ გამოვრიცხავ, გეგმა იყოს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. დღეს ქვეყანაში დაძაბულობა აწყობს “ქართულ ოცნებას” და “ნაცმოძრაობას”. დღეს ესენი ერთად მართავენ ხელისუფლებას. ისინი დღეს რასაც შვრებიან ქვეყანას მიიყვანს დესტაბილიზაციამდე. საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს მათ”,-განაცხადა ლევან კობერიძემ. ​
​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.
​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები