ირაკლი კობახიძე: ყველას, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ

“ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ყველას მართ შორის რადიკალურ ოპოზიციას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წელს მოხდება.

“2020 წელს რჩება შერეული სისტემა 3%-იანი ბარიერით და ბლოკებით. 2024 წელს გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე ბლოკების გარეშე, 5%-იანი საარჩევნო ბარიერით. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც იყო და რჩება ძალაში. ამ სისტემით უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის. ყველას, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ”,- აღნიშნა კობახიძემ.

​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.
​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები