კახა საბანაძე: შს სამინისტრო ინარჩუნებს ტრანსპარანტულობას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, არანაირ გრიფირებას ადგილი არ ჰქონია

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, შინაგან საქმეთა სამინისტრო მხრიდან არანაირი გრიფირება არ მომხდარა და სამინისტრო კიდევ ერთხელ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, ამ მიმართულებით მსჯელობისთვის მზად არის.

კახა საბანაძის თქმით, 20-21 ივნისს გამოყენებული ტყვიები არალეტალური და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისთვის განკუთვნილია.

“გეტყვით, რომ ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ინარჩუნებს ტრანსპარანტულობას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.
არანაირ გრიფირებას ადგილი არ ჰქონია და მეტსაც გეტყვით, რომ მზად ვართ, კიდევ ერთხელ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში ვიმსჯელოთ ამ მიმართულებით.

რაც შეეხება არალეტალური ტყვიებს, რომელებიც გამოყენებული იყო კონკრეტული ღონისძიების დროს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის არალეტალური ტყვიები, რომელებიც განკუთვნილია მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისა და მასების მართვის პროცესში.

როგორც იცით, პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას, შესაბამისად, ჩვენი პრეროგატივა არ არის. რა თქმა უნდა, შესაძლოა, იქ არის რაღაც კონკრეტული მომენტები, რომელებიც გრიფირებულია, როცა კონკრეტულ გეგმას ეხება და ეს არავისთვის დასამალი არ არის, ეს არაერთხელ მომხდარა. რაც შეეხება კონკრეტულად გასაიდუმლოებას, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად ტრანსპარანტულები”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები