მიხეილ სააკაშვილი: მოდის 23 ნოემბერი, ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

როგორც სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ყველა “გადააგდო, გააცუცურაქა”.

„როგორც მოსალოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაქა. ერთი რამე ვიცი, მალე გიორგობის დღესასწაული მოდის 23 ნოემბერი, ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს. ასე რომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია მეგობრებო. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა“,-თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები