მამუკა ხაზარაძე: ამ სპექტაკლის გაგრძელებას შეეშვით, რომელიც როგორც ჩანს, მრავალსერიანია

ჩვენ გვინდა მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდოთ, რომ ამ სპექტაკლის გაგრძელებას შეეშვათ, რომელიც როგორც ჩანს მრავალსერიანია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩვენ გვინდა მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდოთ, რომ შეეშვათ ამ სპექტაკლის გაგრძელებას, რომელიც როგორც ჩანს მრავალსერიანია. მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ მიეცით ქართულ საზოგადოებას, ნუ ეთამაშებით ცეცხლს, რამეთუ ეს ყველაფერი შეიძლება თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდად დამთავრდეს. ქვეყანაში შეიძლება შეჩერდეს დემოკრატიული პროცესების განვითარება და ჩვენ შეიძლება მივიღოთ სერიოზული ქაოსი”, – აღნიშნა ხაზარაძემ.

“ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა პროპორციული საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დასრულდა. უმრავლესობის შეხვედრაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე იმსჯელეს. საკითხი უკვე რამდენიმე დღეა თავად უმრავლესობის რიგებს შორისაც დაპირისპირების თემად იქცა.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები