ირმა ინაშვილი: მაქვს ლეგიტიმური კითხვა, მაჟორიტარ დეპუტატებს “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდში მეტი წონა აქვთ ვიდრე ბიძინა ივანიშვილს?!

“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას და უმრავლესობას გონიერებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები შესაძლოა ქუჩაში გადავიდეს.

“ხელისუფლებას და უმრავლესობას მინდა გონიერებისკენ მოვუწოდო იმიტომ, რომ შემდეგ განვითარდება მძიმე პროცესები, რომელიც გადავა ქუჩაში და “ქართული ოცნება” სტაბილურობას უკვე ვეღარ უზრუნველყოფს. მე მაქვს ძალიან ლეგიტიმური კითხვა, მაჟორიტარ დეპუტატებს “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდში მეტი წონა აქვთ ვიდრე ბიძინა ივანიშვილს ანუ არ ემორჩილებიან საკუთარი პარტიის თავმჯდომარეს? ეწინააღმდეგებიან მის ინიციატივას? მაშინ ეს რა გუნდია? და ამათ ქვეყანა როგორ უნდა ჩავაბაროთ”, – აღნიშნა ინაშვილმა.

“ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა პროპორციული საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დასრულდა. უმრავლესობის შეხვედრაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე იმსჯელეს. საკითხი უკვე რამდენიმე დღეა თავად უმრავლესობის რიგებს შორისაც დაპირისპირების თემად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები