გია ვოლსკი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით, კენჭისყრა იყოს თავისუფალი. მისივე ინფორმაციით, შეხვედრა იყო საქმიანი და დაძაბულობა არ ყოფილა.

​„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ხმაური არ იყო, იყო ლაპარაკი საკმაოდ საქმიანი, არავითარი დაძაბულობა და ხმის აწევა. სახელმწიფოს სერიოზულად დაეტყობა გუნდის, უმრავლესობის გახლეჩვა და ამ პოზიციის გადაყვანა ისეთ კონფლიქტში, რომელიც ქვეყანას დაეტყობა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები