მამუკა მდინარაძე: ხვალისთვის ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ რისკი მოიხსნას

ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ ყველა დეპუტატს, რომელსაც ჰქონდა აზრი, რომ ეს კანონპროექტი ქვეყნისთვის არის დამღუპველი დავარწმუნოთ, ეს, ასე არ არის,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცესის ხვალამდე გადადებას.

“როგორც კი რისკი გაჩნდა, რომ შეიძლება კანონპროექტი ჩავარდეს, ასეთი რისკი არ უნდა დავუშვათ. ხვალისთვის ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად, რომ ეს რისკიც კი მოიხსნას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ ყველა დეპუტატს, რომელსაც ჰქონდა აზრი, რომ ეს კანონპროექტი არის დამღუპველი ქვეყნისთვის და მაინცდამაინც ნაციონალურ მოძრაობაზე მორგებული, დავარწმუნოთ, ეს, ასე არ არის. აქამდე დეპუტატების ამ რაოდენობას პრეტენზია ღიად და საჯაროდ არ გამოუცხადებია. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე დეპუტატი, რომელსაც სულ ველაპარაკებოდით და ეს დუღილი რომ იყო, თქვენც იცით. დღეს ეს უფრო ხელისგულზე გამოჩნდა”,- განმარტა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები