ოკუპირებული აფხაზეთი დენდროლოგიური მემკვიდრეობის გაქრობის პირას იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის ეთნომოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მიხეილ ქირიამ განაცხადა, რომ დენდროლოგიური მემკვიდრეობის გაქრობის არიდების მიზნით, საჭიროა საზღვარგარეთიდან ნერგების შემოტანის აკრძალვა.

მისი თქმით, საჭიროა 10 წლით მაღალი რისკის შემცვლელი მცენარეების შეტანის აკრძალვა, მათ შორის არის ყველა სახის პალმა, ზოგიერთი წიწოვანი, ევკალიპტი, წაბლი, მუხა და სხვა.

ექსპერტის თქმით, „რამდენიმე ათეული მცენარის დარგვით, შესაძლოა, უნიკალური ხეები დაიკარგოს. საკითხი უახლოეს დროში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთის დენდროლოგიური მემკვიდრეობა გაქრობის პირას აღმოჩნდება“.

მიხეილ ქირია ამბობს, რომ „უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში აფხაზეთში სხვადასხვა მავნებელთა რიცხვმა იმატა. ისეთი მცენარეების შემოტანა კი, რომლებიც მავნებლისთვის საკვებ ბაზას წარმოადგენს, მითუმეტეს მათი გავრცელების რეგიონებიდან – ვითარებას გააუარესებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები