ეკა ბესელია: მაჟორიტარმა დეპუტატმა კანონები უნდა წეროს, ის პარლამენტში კანალიზაციის მილის მოწესრიგებისთვის არჩეული არ არის

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია დეპუტატებს შემოქმედებითი საქმიანობისკენ მოუწოდებს. როგორც კოლეგებს პარლამენტის ტრიბუნიდან ბესელიამ მიმართა, ისინი ვალდებულნი არიან კანონპროექტებზე დისკუსიებში მიიღონ მონაწილეობა და კანონები წერონ.

ბესელია მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში წყლის გაყვანისა და კანალიზაციის მილის მოწესრიგებისთვის არჩეული არ არის.

​”მაჟორიტარი დეპუტატი წყლის გაყვანისა და კანალიზაციის მილის მოწესრიგებისთვის არ არის არჩეული პარლამენტში, კანონები უნდა წეროს, ერთხელ მაინც გამოვიდეს რომელიმე კანონპროექტის თაობაზე მოსაზრებით. უხერხულია, ლაპარაკობდე არჩევიდან მესამე წელს, რომ თურმე რა ეშველება, დაიქცევიან რეგიონები და რაიონები მაჟორიტარების გარეშე, თურმე მუნიციპალიტეტები არ არსებობენ და 2020-დან – 2024 წლამდე აპოკალიფსური პერიოდი გველის. რას აკეთებენ მაშინ ეს მუნიციპალიტეტები და რა არის საქართველოს პარლამენტის წევრის როლი? რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა რეგიონალური პროპორციული სიები, მაგრამ ახლა არის მოცემულობა, როცა საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მთავარი დანაპირები უნდა შეასრულოს – ეს იქნება მშვიდი არჩევანი,“ – განმარტა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები