დიმიტრი ხუნდაძე: როგორ მიუდგნენ პროცესს, რომლის ფარგლებშიც, “ქართულმა ოცნებამ” მათი ბელადის მახინჯი კონსტიტუციის მაგივრად, ევროპული კონსტიტუცია შეიმუშავა

“გაიხსენეთ, როგორ მიუდგნენ ისინი კონსტიტუციურ პროცესს, რომლის ფარგლებშიც “ქართულმა ოცნებამ” მათი ბელადის უსასრულო ბატონობაზე მორგებული, სრულიად მახინჯი კონსტიტუციის მაგივრად, ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია შეიმუშავა, კონსტიტუცია, რომელსაც უმაღლესი შეფასება მისცა საერთაშორისო თანამეგობრობამ, – “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი ღია თუ ფარული სატელიტების მეშვეობით, ამ პროცესის დისკრედიტაციის მიზნით მისი სრული საბოტირება მოახდინა, ” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

მან დეპუტატებს ასევე შეახსენა, როგორ უპასუხეს “ამ ექსტრემისტებმა” მათ მიერ დაგეგმილი, თუმცა ვერგანხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების კეთილ ნებას – წამოეწყო უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაეტარებინა პროპორციული არჩევნები.

“გაიხსენეთ, თუნდაც სულ ახლახან, როგორ უპასუხეს ამ ექსტრემისტებმა მათ მიერ დაგეგმილი, თუმცა ვერგანხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების კეთილ ნებას, პარლამენტში პოლიტიკური პლურალიზმის და მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით წამოეწყო უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმა და ნულოვანი საარჩენო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა პროპორციული არჩევნები – არც მისალმებიან ჩვენს ინიციატივას, პირიქით – სისუსტედ და მარცხად ჩაგვითვალეს ეს ნაბიჯი და შემდგომ, რამდენიმე თვე ქუჩიდან არ გავიდნენ, რომ იქნებ დესტაბილიზაციის კერა და მუხტი შეენარჩუნებინათ,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები