ქედაში აქციის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა – “მე თქვენს გვერდით ვარ”

ქედის მერიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერი, ლევან გორგილაძე შეხვდა. მან ადგილზე მოისმინა ფერმერების მოთხოვნები და მათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

გორგილაძის თქმით, ქედის მერიის წარმომადგენელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე იმყოფება.
,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გიშუამდგომლოთ, თუმცა იცით, პრობლემას ჩვენ ვერ გადავჭრით. მერიის წარმომადგენელი პარლამენტში საკითხს დააყენებს და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას”, – თქვა ქედის მერმა.

ცნობისთვის, ქედას, ხულოსა და შუახევში მცხოვრები მოსახლეობა ქედის მერიასთან იმ კანონპროექტს აპროტესტებს, რომელიც პარლამენტმა 21 ნოემბერს უნდა დაამტკიცოს. კანონი თამბაქოზე აქციზისა და შეფუთვის დაწესებას ითვალისწინებს. ფერმერები, რომლებიც თამბაქოს მოყვანით წლებია დაკავებულები არიან, ფიქრობენ, რომ მსგავსი კანონი მათ ხარჯებს გაუზრდის და დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები