ჩინელებს ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტრომობილების წარმოება სურთ

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფება, რომელმაც ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნის მიზნით პროექტების რეალიზაციის შესაძლებლობა განიხილა.

კერძოდ, მობილური ტელეფონის აწყობის საწარმოს შექმნა.

აფხაზური მედია წერს, რომ შეხვედრაზე საკითხთა ფართო წრე განიხილებოდა, რომელიც „ორ ქვეყანას შორის საგარეო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას გულისხმობდა“.

ე.წ. საბაჟო კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჩინეთის დელეგაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტრომობილების წარმოება სურს, რომლებიც იქნება რეალიზებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“.

შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპატიო კონსული ვოლგისპირეთის ფედერალურ ოლქში ვლადიმირ ლიტვინჩუკი“იმყოფებოდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ჩინეთის დელეგაციის წევრები შეხვდნენ „აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს, ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრს ჯანსუჰ ნანბას“.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაშია ეკონომიკური განვითარების ჩინეთი-აზიის ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ლიუ ია ჯუნი, ოფისის დირექტორი შან ჯი, ფირმა China Unicom-ის მთავარი ინჟინერი და ჩინეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპატიო კონსული გე ჩჟილი.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ China Unicom-ის წარმომადგენლებს, ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან Cangan-თან კავშირი არ აქვთ.

ცნობისთვის, 6 აპრილს ქუთაისში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქალაქში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის გახსნა დააანონსა.

ბახტაძის თქმით, ელექტრომობილების წარმოება 2020 წლიდან დაიწყება. სამუშაოებს ჩინური კომპანია Cangan-ი განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები