ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა

ვანო ზარდიაშვილს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყვიტა. 94 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – ამ შედეგით დასრულდა დღეს პარლამენტში გამართული კენჭისყრა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ​თემურ გოცირიძე იქნება.

ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატობაზე უარი საკუთარი სურვილით მას შემდეგ თქვა, რაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მასსა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები