ახალგორში ტყე იწვის
ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ახალგორის რაიონის სოფელ წუბენთან უკვე მეორე დღეა ტყე იწვის.
როგორც ახალგორის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ე.წ. ხელმძღვანელმა მიხეილ ლაზარევმა განაცხადა, სახანძრო მანქანები ადგილს ვერ უდგებიან, ამიტომ ხანძარს ხელით აქრობენ.
„ადამიანებს ვაგროვებთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მოხალისეები დახმარებისთვის მზად არიან, 20-მდე ადამიანია უკვე გვყავს, მეზობელი სოფლიდან კიდევ 12-ს ველოდებით. რაც მეტნი ვიქნებით მით უკეთესი“, – დასძინა ლაზარევმა.
მისი თქმით, ცეცხლის გავრცელების ფართობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.