რატომ არ აუგეს წესი “გირჩის” გარდაცვლილ წევრს – მიტროპოლიტი საბა პირველ კომენტარს აკეთებს

შაკო ბარამიძის ოჯახი იყო ჩემთან, ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ოჯახს აქვს ორი შესაძლებლობა: თუკი მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ეკლესიაში შეასრულებინონ სხვა ტიპის მსახურება ანუ პანაშვიდი გადაუხადონ, თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ მე მათ ავუხსენი, როგორ უნდა იცხოვრონ მომავალში, რომ დაეხმარონ მათ შვილს, – ამის შესახებ “კვირას” ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ, სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახურის, 24 წლის შაკო ბარამიძის მართლმადიდებლური წესით დაკრძალვასთან დაკავშირებით განუცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, შაკო ბარამიძე იყო რელიგიური ორგანიზაციის “ბიბლიური თავისუფლება” წევრი, ამიტომაც ის ავტომატურად აღარ ითვლებოდა მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილად. მისივე თქმით, შაკო ბარამიძის საკითხი სინოდზე განიხილება.

“დღეს არის დაკრძალვა. წესის აგება ვერ ხერხდება ერთი მიზეზის გამო, რომ გარდაცვლილი ირიცხებოდა “გირჩის” რელიგიურ ორგანიზაციაში “ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც თავის თავს უწოდებს რელიგიას. ეს ნიშნავს იმას, რომ, როდესაც ადამიანი გაწევრიანდება მსგავს ორგანიზაციაში, ის ავტომატურად საეკლესიო სივრციდან გადის, არ ითვლება მართლმადიდებლური ეკლესიის წევრად და ამიტომაც მისთვის მსახურებას ვერ შეასრულებს. ეს ფაქტი სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ჩვენი რჯულის კანონი გვაქვს და ამის მიხედვით ვმოქმედებთ. ოჯახი იყო ჩემთან, ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ოჯახს აქვს ორი შესაძლებლობა: თუკი მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ეკლესიაში შეასრულებინონ სხვა ტიპის მსახურება ანუ პანაშვიდი გადაუხადონ, თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ მე მათ ავუხსენი, როგორ უნდა იცხოვრონ მომავალში, რომ დაეხმარონ მათ შვილს. მე მათ შევპირდი, რომ ეს თემა სინოდზე განიხილება, არ აქვს მნიშვნელობა, როდის ჩატარდება სინოდის სხდომა, ეს თემა იქნება წარდგენილი. რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ და თუ მექნება საშუალება, ჩავალ სოფელში წესის ასაგებად, ეს გვიანი არასდროსაა და ნებისმიერ დროს შეიძლება. თუ ამის საშუალება არ მომეცემა, სხვანაირად დავეხმარები მის სულს,”- განაცხადა მიტროპოლიტმა საბამ.

5 ნოემბერს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” “მღვდელმსახური”, 24 წლის შაკო ბარამიძე. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა.
მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები