ირაკლი ანთაძე: ერგნეთში კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად მოვდივართ და ვხედავთ გზას, რომ ეს შესაძლებელია

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განუცხადა, დღევანდელი ტექნიკური შეხვედრა მიეძღვნება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს და საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ აქტივობებს.

„ასევე ყველა იმ ნეგატიურ პროცესს, რომელიც საოკუპაციო ძალებმა დაუკავშირეს აღნიშნულ მოვლენას. მაგალითად, ვგულისხმობ ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხს. ჩვენ კვლავ გავაჟღერებთ ჩვენს პოზიციას და ხედვებს ადგილზე დაძაბულობის გრადუსის დაწევისა და ცხოვრების თანდათან ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებისთვის აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ჩვენ მოვდივართ აქ სასაუბროდ, კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად და რადგან მოვდივართ, ესეიგი ვხედავთ გზას და გვაქვს იმედი, რომ ეს არის შესაძლებელი“, – განაცხადა ანთაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ქართული მხარე ასევე 11 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ორი მოქალაქის საკითხსაც გააჟღერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები