მესტიაში დენის დარტყმის შედეგად 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

მესტიაში დენის დარტყმის შედეგად 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სვანეთში სამსახურიდან მივლინებით იმყოფებოდა. ის სატვირთო ავტომობილის ძარაზე იმყოფებოდა და შემთხვევით დენის ელექტროსადენს შეეხო, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტს “კვირასთან” მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კახა ჟორჟოლიანი ადასტურებს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები