სერგეი ლავროვმა თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის კონფლიქტის მოგვარების წინაპირობა დაასახელა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ჟენევის დისკუსიებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების გაფორმება კავკასიის რეგიონში მშვიდობიან პროცესს შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ ლავროვმა ერევანში სომხეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და დიპლომატიური სკოლის კურსდამთავრებულების წინაშე გამოსვლის დროს განაცხადა.

„ცხადია, რომ ვითარების გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს ჟენევის დისკუსიების მონაწილეების მიერ თითქმის შეჯერებული განცხადების გაფორმება. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის არსებული ვითარების შინაარსობრივ განხილვა შემდგომი პოლიტიკური დარეგულირებისთვის“,-განაცხადა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, ჟენევის ფორმატის დამსახურებაა, რომ საქართველოს, „აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთს” შორის რაიმე სახის სერიოზული ძალისმიერი გამოვლინება არ შეინიშნება და “საზღვრებზე” შედარებით სტაბილური ვითარება ნარჩუნდება. ყველა ჩვენთაგანი დაინტერესებულია მეგობრულ გარემოცვაში, კეთილმეზობლურ ჭრილში. ჩვენს ერთობლივ ინტერესებს პასუხობს სტაბილურობა, უსაფრთხოება, აყვავებული სამხრეთ კავკასია“, – დასძინა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები