ოკუპირებულ აფხაზეთში ტყის ხანძარი გუდაუთის რაიონს უახლოვდება
ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყის ხანძარი, რომელიც სოხუმის უღელტეხილთან, სოფელ ფსხუსთან 10 ნოემბერს გაჩნდა, გუდაუთის რაიონისკენ მიემართება.
ამის შესახებ სოხუმისა და სოხუმის რაიონის სახანძრო – სამაშველო სამსახურის ე.წ. ხელმძღვანელმა თემურ კვიწინიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხანძრის გავრცელების არეალი 150-200 ჰექტრამდე გაიზარდა.
კვიწინიამ ასევე თქვა, რომ რუს მაშველებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ მოხდეს ხანძრის ქრობის პროცესში რუსული ავიაციის ჩართვა.