საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერძენაულში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერძენაულში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.

პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება ,ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა.

“სოფელ ბერძენაულში მიმდინარეობს მონოლითური სანიაღვრე-სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომლის სიგრძე აღემატება 155 მ. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,საქართველოს კომპანია 1″ მდინარე ფრონეზე, სოფელ ბერძენაულთან მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები 288 მ. სიგრძის მონაკვეთზე, მავთულბადეში მოქცეული ქვის გაბიონებით სამუშაოებს ასრულებს ი.მ ,,კახაბერ სტეფნაძე“,-ნათქვამია ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები