კინოთეატრ “აპოლოში” ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

საპროტესტო აქციის ფონზე, კინოთეატრ “აპოლოში” ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
როგორც ერთ- ერთი მაყურებელი “რეგიონულ კვირას” უყვება კინოთეატრში მეგობრებთან ერთად უსაფრთხოდ შესვლა შეძლო. მათ უსაფრთხოებას კინოთეატრის წინ მყოფი სამართალდამცველები უზრუნველყოფდნენ. რესპონდენტი ასევე ამბობს, რომ კინოთეატრი მაყურებლით სავსეა.

შეგახსენებთ, რომ “აპოლოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც მონაწილეები ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების შეწყვეტას და მის საერთოდ აკრძალვას მოითხოვენ. ამასთან, აქციის დაწყებიდან მალევე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც ფილმის სეანსზე მისულ მაყურებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. აქციის მიმდინარეობისას არაერთხელ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირებაც.

ცნობისთვის, ამავე მოტივით აქცია 8 ნოემბერს, გუშინ, პრემიერის პირველ დღესაც გაიმართა, რა დროსაც სამართალდამცველებმა აქციის 3 მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები