ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი სავარაუდოდ, ჰომოფობიური განცხადებების გამო აღარ არის

0

ანსამბლ “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი აღარ არის. ამის შესახებ ინფორმაცია ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორმა, ლევან აკიმმა გაავრცელა. მისივე თქმით, ნინო სუხიშვილი გაეროს წარმომადგენლებმა ჰომოფობიური განცხადებების გამო დაითხოვეს.
ცნობისათვის, “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელმა აღნიშნულ ფილმთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას არ სურდა მათ ბაზაზე ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” გადაღებულიყო, რადგან მისივე განმარტებით, ეს იქნებოდა ხელოვნურად დადგმული ტყუილი და იმ კულტურის დაცინვა, რაზეც ვდგავართ.
შეგახსენებთ, რომ ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი 2017 წელს გახდა.

კომენტარები

კომენტარი