“შემდგომი მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, თუ რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი; ვლოცულობთ და ღმერთს ვთხოვთ მისთვის მხნეობას და ჯანმრთელობას” – ანდრია ჯაღმაიძე
“შემდგომი მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, თუ რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი – კუჭიდან სისხლდენის ფაქტი იყო საკმაოდ ინტენსიური და მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის ასე იოლად გამოსვლა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
„ვლოცულობთ და ღმერთს ვთხოვთ მისთვის მხნეობას და ჯანმრთელობას“, – თქვა დეკანოზმა.