პანკისში ავარიის შედეგად ახმეტის დეპუტატი დაშავდა

პანკისში ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ საკობიანოში მოხდა, რა დროსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს მაჟორიტარი დეპუტატი, ელიზბარ ბორჩაშვილი დაშავდა.
ქვეითად მოსიარულე დეპუტატს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცი ის თანასოფლელთან ერთად, ქუშანაშვილებთან გაჩენილი ხანძრის ადგილიდან უკან ბრუნდებოდა.
ავტომობილი ამის შემდეგ ელექტრობოძს შეეჯახა, რის გამოც სოფლის ერთ ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა.
დეპუტატი მიღებული დაზიანებებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ში “კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები