ლევან გოგიჩაიშვილი: უნდა ვეცადოთ, მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენილი სია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგაა მიმართული, ჩავარდეს

წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა იქ, სადაც უბინძურესი მოსამართლეები არიან, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.
“ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდოდა, ჩინჩალაძე ქურდულად უზენაესი სასამართლოს წევრი გაეხადა. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერესში. ამ პროცესის მთავარი ორგანიზატორი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც გადაიფორმა ადეიშვილისა და სააკაშვილის მემკვიდრეობა სასამართლოში და პროკურატურაში, ამ ძალიან ბინძური მოსამართლეების სახით. ამ ბინძურ მოსამართლეებს საკუთარი სახელები და გვარები აქვთ – ჩინჩალაძე, მურუსიძე, ალანია, და ა.შ, რომლებიც წლების განმავლობაში სააკაშვილს უქმნიდნენ იმ სისხლიან რეჟიმს, სადაც ადამიანები იყვენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ასევე ქონების ჩამორთმევის და სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ცუდი დამოკიდებულების მსხვერპლი. სამწუხაროდ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა ეს სისტემა გადაიბარა და ამის გასაღება უნდათ, როგორც რაღაც თანამედროვე, დამოუკიდებელი სასამართლოს. წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა იქ, სადაც არიან უბინძურესი მოსამართლეები – ჩინჩალაძე, მურუსიძე, რაღაც დაწყევლილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ყველა ის ადამიანი, რომლებიც წლების განმავლობაში უსიტყვოდ ემსახურებოდნენ ადეიშვილს“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია უნდა ჩავარდეს.
“პროცესი უნდა დავიწყოთ და ადამიანებს ვკითხოთ, რამდენად ემხრობიან ამ ქვეყანაში უვადო მოსამართლეების არსებობის ინსტიტუტს. ამ მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავარი საარჩევნო ხაზი გაივლის მათ წინააღმდეგ. მომავალი პარლამენტის ამოცანა უნდა იყოს, რომ თუ ეს მოსამართლეები აღმოჩნდებიან უზენაეს სასმართლოში, პარლამენტმა მათ წინააღმდეგ იმპიჩმენტი უნდა დაიწყოს 2020 წელს. დღეს თუ არ გვეყოფა ძალა, ეს ძალა უნდა ვნახოთ 2020 წელს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ აღნიშნული სია ჩავარდეს, რადგან ეს ბოროტების სიაა, რეჟიმის და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული სიაა. ეს არის მცდელობა, ამ ქვეყანაში იგივენაირად დამყარდეს ერთმმართველობა, როგორც სააკაშვილს ჰქონდა იმ ცხრა წლის განმავლობაში. დღეს ჩვენი დემოკრატია გადის ამ სიაზე“, – განმარტა გოგიჩაიშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დღეს სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები