ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული მამაკაცი გათავისუფლებულია

ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული მამაკაცი ზაქარია ბუთხუზი გათავისუფლებულია.

​ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ზაქარია ბუთხუზი ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ექვს ნოემბერს დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები