ანკარაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 17 პირი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი, უცხო ქვეყნის 17 მოქალაქე დააკავეს.

Anadolu-ს ინფორმაციით, დაკავებები ანკარაში მოხდა, მათი ეროვნების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე მედია წერდა, რომ აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული „დაეშის“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მეუღლემ, რომელიც თურქეთმა დააკავა, დაჯგუფების „შიდა სამუშაოს“ შესახებ თურქ სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდა.

ქვეყნის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალ-ბაღდადის მეუღლის ნათქვამიდან ბევრი რამე თურქეთის მთავრობისთვის ცნობილი იყო, მათ ახალი ინფორმაციაც მიიღეს, რომლის შედეგად მოხდა დაკავებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები