ღია შეხვედრები მოსახლეობასთან ამჯერად ქალაქ მარნეულში შედგა (ვიდეო)

0

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ღია შეხვედრები  მოსახლეობასთან, ამჯერად ქალაქ მარნეულის  უბნებსა და ქუჩებში შედგა.
ქალაქის მცხოვრებლებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც ძირითადი აქცენტი  მოსახლეობის საჭიროებებზე გაკეთდა. ამასთან,  მმართველი გუნდის წევრებმა ადგილობრივებთან ერთად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან დიალოგში,  ქალაქის მასშტაბით დაგეგმილ და მიმდინარე  პროექტზე გაამახვილეს ყურადღება. განიხილეს ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოწყობა,  სასწრაფო სამედიცინო ცენტრისა და მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე დიზაინის სკვერის მშენებლობა. აგრეთვე ცენტრალური სტადიონის  თანამედროვე სტანდარტებით  რეაბილიტაცია.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა თვითმმართველობის  განვითარებისთვის, ხელისუფლებისა და მოსახლეობის ურთიერთობის პოზიტიურ ასპექტებზე და ასევე, გადაწვეტილების მიღების პროცესში, მოქალაქეთა ჩართულობისთვის საჭირო მექანიზმების ეფექტიანად ფუნქციონებასა და გაძლიერებაზე.

კომენტარები

კომენტარი