“მეორე დღე იყო ეძებდნენ და საძინებელ ოთახში ჩამომხრჩვალი იპოვეს” – რას აცხადებს მეზობელი მარტვილში მომხდარ ტრაგედიაზე

მარტვილის რაიონის სოფელ დიდ ჭყონში, 23 წლის ბ.გ. -მ სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც „რეგიონულ კვირას“ სოფელ დიდი ჭყონის მკვიდრმა, გარდაცვლილის მეზობელმა განუცხადა, ბ.გ.-ს ოჯახის წევრები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ და დღეს, საკუთარ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს.

“მეორე დღე იყო ეძებდნენ და საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში იპოვეს ჩამომხრჩვალი. ახალგაზრდა მშობლები და ერთი და ჰყავს, დაოჯახებული. ეს ბიჭი ძალიან დადებითი ადამიანი იყო, ადრე მუშაობდა სოფელ ტალერის ხის საამქროში და ოჯახი ადრევე დაენგრა – ცოლს გაშორებული იყო. არავინ არ იცის ეს რატომ გააკეთა”, – ამბობს  მეზობელი.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. თვითმკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები