ოსური მედიის ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის “მინისტრი” ავსტრიაში ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სემინარზე გამოვა

ავსტრიის, ქალაქ რაიხენაუში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი სემინარში „სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური სტაბილურობა“ მიიღებს მონაწილეობას და მოხსენებით „სამხრეთ ოსეთი – ისტორია და თანამედროვე რეალობა“ გამოვა.

ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, სემინარი 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ღონისძიების ორგანიზატორია ავსტრიის ეროვნული თავდაცვის აკადემია, თავდაცვის აკადემიების კონსორციუმი და უსაფრთხოების სფეროში კვლევითი ინსტიტუტები, ასევე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების საკითხების მთავარი სამმართველო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები