თელავში “ერეკლეობა 2019” აღინიშნება

თელავში “ერეკლეობა 2019”-ის ფარგლებში, ღონისძიებები დილიდან დაიწყო. მეფის კარის ეკლესიაში ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.

კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები ქალაქის მთავარ მოედანზე 12:00 საათიდან დაიწყო. გაიმართება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრის, ბექა ხუცურაულის ნამუშევრების გამოფენა, ჩატარდება ფესტივალის ,,ერეკლეობა 2019″ მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია, დასახელდებიან საპატიო თელაველები.
გალა კონცერტი 16:00 საათზე დაიწყება, მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები – მერაბ სეფაშვილი, მაია ბარათაშვილი და ჯგუფი “ფრენდ საიდი” მიიღებენ. დღის ბოლოს კი გრანდიოზული ფოიერვერკია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები