ტყიბულში გელათის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი ალტერნატიული გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობის შექმნის ხელშეწყობისათვის და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, გელათის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი ალტერნატიული, საფეხმავლო და საავტომობილო გზის ( დავითის გზა) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ისტორიული გზის 682 მეტრიან მონაკვეთზე საფეხმავლო ტურისტული ბილიკი ნიჩბისის ქვის ფილებით მოპირკეთდა, განხორციელდა არსებული ქვის ყორეების აღდგენა და ახლის მოწყობა. დასახლებულ უბანში 450 მეტრზე დაიგო ბეტონის საფარი და გააკეთდა გარე განათების სისტემა, ხოლო კილომეტრიან მონაკვეთზე გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობის გამო, არმირებული საავტომობილო გზა მომავალ წელს მოეწყობა.

გზის რეაბილიტაციის პარალელულად, ასევე დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, ფანჩატურებისა და ძელ- სკამების განთავსება. ,,დავითის გზის“ რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორიელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება – 1 113 662 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები