პოლიციამ პარიზსა და მის შემოგარენში მდებარე არალეგალური ბანაკებიდან მიგრანტების ევაკუაცია დაიწყო
საფრანგეთის პოლიციამ პარიზსა და სენ-დენიში ორი მსხვილი არალეგალური ბანაკიდან მიგრანტების ევაკუაცია დაიწყო.
ამის შესახებ პარიზის პოლიციის პრეფექტმა დიდიე ლალმანმა განაცხადა.
ხელისუფლების გეგმის თანახმად, 1200 ადამიანის გაყვანა იგეგმება. მათი უმრავლესობა სომალიდან, ავღანეთიდან და ჩადიდან არის.
მიგრანტებს დროებით ლტოლვილთა ცენტრებსა და გიმნაზიებში განათავსებენ.
საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში წლის ბოლომდე უკანონო ბანაკების საკითხი იქნება მოგვარებული.
მანამდე საფრანგეთის პრემიერმა ედუარდ ფილიპმა რესპუბლიკის სამიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული სამთავრობო გეგმა გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ უახლოეს დროში მიგრაციის სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდება, მათ შორის უცხო ქვეყნის მუშა ხელზე კვოტები და სამედიცინო დაზღვევაზე დროებითი შეზღუდვები.