პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე გიორგი კვარაკვახიძე, პროკურორი აკაკი მოქერია, საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი კონსტანტინე არობელიძე და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი მაია უსტალიშვილი მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.
“პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ხასიათის შეხვედრებს, მათ შორის საქველმოქმედო ღონისძიებებს ატარებენ,”- წერია ინფორმაციაში.