ირაკლი ჭეიშვილი: მელია და სააკაშვილი ჩვენთვის არის ერთი ჯოხის ორი ბოლო
“მელია და სააკაშვილი ჩვენთვის არის ერთი ჯოხის ორი ბოლო,” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი და მელია ვერასდროს ვერ დალაგდებიან პოლიტიკურად და საერთო ენას ვერ ნახავენ ვერცერთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან.
“მელია და სააკაშვილი ჩვენთვის არის ერთი ჯოხის ორი ბოლო, როდესაც თანაპარტიელები იყვნენ, მაშინ იყო სააკაშვილი მათთვის მისაღები, ქვეყნის ლიდერი, დავით აღმაშენებელი და ა.შ. გაყოფის მერეც, როგორი ეპითეტებით შეამკეს, ესეც გვახსოვს და ახლაც გრძელდება, რადგან აქ არის, ვინ იქნება ფლაგმანი და ლიდერი ამ გაერთიანების. სააკაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციაში არ დათმობს ლიდერობას, ეს არის ცალსახა. ისინი ვერასდროს ვერ დალაგდებიან პოლიტიკურად და საერთო ენას ვერ ნახავენ ვერცერთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს,”- აცხადებს ჭეიშვილი.