სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” სოფელ არბოშიკის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა განუცხადა, ცხედარი გარდაცვლილის ძმის შვილმა და მეზობელმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ტელეფონზე აღარ პასუხობდა.

მურად ელოშვილის ინფორმაციით, ქალს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება, ასევე ჩალეწილია ფანჯრები და დამტვრეულია საოჯახო ნივთები.

“შვილი ურეკავდა და ტელეფონზე არ პასუხობდა. შემდეგ ახლობელმა და მეზობელმა ქალი,საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ძალადობას აქვს ადგილი, იმიტომ რომ ფანჯრები იყო ჩალეწილი და ნივთები იყო გადმოყრილი. გარდაცვლილი თამარ ბაღაშვილი მარტო ცხოვრობდა. მეუღლე სამი წლის წინ გარდაეცვალა. სკოლასთან ახლოს ღვეზელებს ყიდდა. შეიძლება, გაქურდვის მიზნით შევიდნენ ღამით და ქალი გაგუდეს“, – განმარტავს მურად ელოშვილი.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები