კახეთის მხარესა და ავსტრიის ფედერალურ მიწას, შტირიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კახეთის მხარესა და ავსტრიის ფედერალურ მიწას, შტირიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ავსტრიის ფედერალური მიწის, შტირიის ეკონომიკის, ტურიზმის, ევროპის, მეცნიერებისა და კვლევის მინისტრმა, ბარბარა აიბინგერ მოაწერეს

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის განვითარებაზე.

მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია ავსტრიის ფედერალური მიწის, შტირიის დედაქალაქ გრაცში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები