სერბეთი რუსეთისგან საზენიტო კომპლექსებს იყიდის – აშშ სანქციებით იმუქრება

სერბეთი რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს „პანცირ-ს“ყიდულობს, რომლის მიწოდება უკვე რამდენიმე თვეში მოხდება.

ამის შესახებ რუსეთის „როსობორონექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე მიხეევმა განაცხადა.

24 ოქტომბერს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადმა რუსეთს „პანცირ-ს“ შეუკვეთა.

ამასთან, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა დასავლეთ ბალკანეთში მეთიუ პალმერმა სერბეთი გააფრთხილა, რომ რუსული იარაღის ყიდვა აშშ-ის სანქციების რისკს ზრდის.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ სანქციების დაწესების საფუძველი არ არსებობს.
„დებილები არ ვართ, არ ვიცოდეთ, რომ ყიდვა შესაძლებელია“, – განაცხადა სერბმა მინისტრმა.

სერბეთი რუსეთის საკვანძო მოკავშირედ რჩება, თუმცა ევროკავშირში შესვლასაც ცდილობს. ბელგრადი ნატოს წევრობაზე უარს აცხადებს და უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები