გერმანიის საგარეო უწყება: „ღია ცის ქვეშ“ შეთანხმება ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი საყრდენია

გერმანიის მთავრობა „ღია ცის ქვეშ“ შეთანხმებას, ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ საყრდენად განიხილავს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კრისტოფერ ბურგერმა განაცხადა.

„ეს თემა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ერთ-ერთ საყრდენია, მნიშვნელოვანი ელემენტია ევროპას, რუსეთსა და აშშ-ს შორის ნდობის დამყარების საკითხში“, – განმარტა ბურგერმა.

მისივე თქმით, შეთანხმების შენარჩუნება გერმანიისთვის მნიშვნელოვანი თემაა.

28 ოქტომბერს ამერიკულმა მედიამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა შეთანხმებიდან გასვლას ხელი მოაწერა, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური განცხადება თეთრ სახლში არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები