Lufthansa 7-8 ნოემბერს 1,3 ათას ავიარეისს გააუქმებს

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa 7 და 8 ნოემბერს გაფიცვის გამო 1300 ავიარეისს გააუქმებს.

დღეს ფრანკფურტის შრომითი დავების სასამართლომ ბორტგამცილებლების გაფიცვა კანონიერად ცნო, და ავიაკომპანიის სარჩელი არ მიიღო, რომელიც გაფიცვის აკრძალვას ითხოვდა.

ავიაკომპანიაში აღნიშნეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას „მწუხარებით ღებულობენ“ და მის გასაჩივრებას აპირებენ.

გერმანულმა პროფკავშირმა Ufo-მ 4 ნოემბერს ავიაკომპანიის ყველა ეკიპაჟს მოუწოდა საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ. ამის მიზეზია შრომითი ანაზღაურების მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

ორდღიანი შეფერხება დაახლოებით 180 000 მგზავრს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები