ტრამპი ამერიკელებს: გაგიმართლათ, რომ თქვენი პრეზიდენტი გავხდი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ ძალიან გაუმართლათ, რომ მისნაირი პრეზიდენტი ჰყავთ.

ამის მიზეზად ტრამპი საფონდო ბირჟებზე ბოლო სამი დღის განმავლობაში შენარჩუნებული მაღალი მაჩვენებელი დაასახელა.

„ბოლო სამი დღეა საფონდო ბირჟები ისტორიულად მაღალ ნიშნულს ინარჩუნებენ. ძალიან გაგიმართლათ, რომ თქვენი პრეზიდენტი გავხდი(ვხუმრობ). კარგად დახარჯეთ ფული!“, – დაწერა ტრამპმა Twitter-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები