ქოლობანისა და ტყვირის დამაკავშირებელი ხიდის აღდგენაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ქოლობნისა და ტყვირის შიდა სამიმოსვლო საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლევან მაკალათიას განცხადებით, ქოლობანისა და ტყვირის დამაკავშირებელი ხიდი ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტია აბაშის მოსახლეობისთვის, ვინაიდან ხიდი მუნიციპალიტეტის ექვს სოფელს, გარე სამყაროსთან აკავშირებს.

“მოსახლეობისთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი პრობლემა და დაახლოებით ერთ თვეში, მოსახლეობას უკვე შეეძლება, ახალი ხიდით სარგებლობა“,- განაცხადა ლევან მაკალათიამ.

ხიდის მშენებლობის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 588 987,00 ლარით ფინანსდება, სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. “construction service” ასრულებს,  დეკემბერში დასრულდება. ხიდის აღდგენის სამუშაოებზე სულ 16 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან ხუთი ადგილობრივია.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 15-16 ოქტომბერს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო ხიდი. მოვარდნილმა წყალმა გამორეცხა საყრდენი, რამაც გამოიწვია წყალამრიდების ჩამოშლა, ხოლო 2018 წლის 9 ნოემბერს ხიდი სრულად დაინგრა.

სამთავრობო პროექტ “ღია შეხვედრების“ ფარგლებში, აბაშის მოსახლეობის მიერ დასახელებული ერთ-ერთი პრობლემა, სწორედ აღნიშნულ ხიდის აღდგენას შეეხებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები