მექსიკაში, მორმონებზე თავდასხმის დროს 13 წლის მოზარდმა 6 და-ძმა გადაარჩინა

მექსიკაში, მორმონების ჯგუფზე თავდასხმის დროს 13 წლის მოზარდმა 6 და-ძმა ბუჩქებში დამალა და გადაარჩინა.

თავდასხმა 5 ნოემბერს მოხდა და მას 12 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაკარგულად ითვლებოდა, მათ პოლიცია და ჯარისკაცები ეძებდნენ.

ყველა ადამიანი ავტომობილში დაიღუპა, რომელსაც ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ბენზინის ავზს ტყვია ესროლეს.

პირველი მსხვერპლი ქალი და მისი ოთხი ბავშვი გახდა, მოგვიანებით გახდა ცნობილი კიდევ ორი ქალის და ხუთი ბავშვის დაღუპვის შესახებ.

ბავშვები დაკარგვიდან 11 საათში იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები