ლაშა დარსალია: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საოკუპაციო ხაზის გახსნა და გადაადგილების უზრუნველყოფა რაც შეიძლება მალე მოხდეს

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საოკუპაციო ხაზის გახსნა და გადაადგილების უზრუნველყოფა რაც შეიძლება მალე მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

“ჩვენ, მუდმივად ვმუშაობთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, იქნება ეს ჟენევის თანათავმჯდომარეები თუ პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნები, რათა განხორციელდეს ზეწოლა რუსეთზე და საოკუპაციო რეჟიმზე, რომ შეწყდეს ეს პრაქტიკა, როცა ჰუმანიტარული საკითხების და ადამიანთა უფლებების საკითხების გამოყენება ხდება პოლიტიკური ამოცანებისთვის. ყველა ის პროცესი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს, ეს არის არა ერთმანეთისგან განყენებული, არამედ ერთიანი პროცესის ნაწილი, რომლის მთავარი მიზანიცაა, რომ განხორციელდეს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. სამწუხაროდ, ვითარება არის ძალიან მძიმე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს საოკუპაციო ხაზის გახსნა და გადაადგილების უზრუნველყოფა, პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის ვისაც სამედიცინო თვალსაზრისით სჭირდებათ გადაადგილება”, – აღნიშნა დარსალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები