აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში რესპუბლიკაში რუსეთის ელჩი მიხაილ ბოჩარნიკოვი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ რუსეთში ვიზიტით „მთიანი-ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“.

ნოტაში აღნიშნულია, რომ რუსეთში „ე.წ. წარმომადგენელთა ვიზიტი და მათი შეხვედრები რუს ექსპერტებთან და აკადემიური ცენტრების თანამშრომლებთან, ემსახურება სომხეთის 30-წლიან მცდელობას, რომ მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტატუს-კვოს განმტკიცება და აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციის გაგრძელება“.

აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი ვიზიტები პროვოკაციულ ხასიათს ატარებენ და აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული, ასევე ჩრდილს აყენებენ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ გულწრფელობის ატმოსფეროს და მაღალ ნდობას.

აზერბაიჯანი ელოდება რუსული მხარისგან, რომ მსგავსი ვიზიტების ასარიდებლად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები