ოკუპირებული აფხაზეთიდან ფეიხოას ექსპორტი გაიზარდა, ციტრუსების კი, შემცირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში წლევანდელ სეზონში ფეიხოას ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა ხურმის და ციტრუსების შემცირებულია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია 210 135 კგ ფეიხოა, მაშინ, როდესაც, 2018 წლის სექტემბერში 45 969 კგ. იქნა გატანილი, 2017 წელს კი 49 800 კილოგრამი.
ამასთან, სექტემბერ-ოქტომბერში 182 484 კგ. ციტრუსია ექსპორტირებული. 2018 წლის სექტემბერში 735 438 კგ. გაიტანეს. შემცირებულია ასევე ხურმის ექსპორტი. მაგალითად, წელს 21 838 კგ. არის გატანილი, 2017 წელს 46 137 კგ. ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ძირითადი ბაზარი რუსეთია.