ვიტალი კლიჩკოს წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნულმა ბიურომ კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს და მისი ორი მოადგილის წინააღმდეგ, სახელმწიფო ღალატისა და ფულის გაფლანგვის მუხლებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „უკრაინსკიე ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ანტიკორუფციულმა ბიურომ უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლოს ნება შეასრულა და წინასასამართლო გამოძიებების ერთიან რეესტრში შესაბამისი ინფორმაცია შეიტანა“, – განაცხადეს ბიუროში.

სასამართლოში ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს უმოქმედობასთან დაკავშირებით სარჩელი შევიდა, რომელიც კლიჩკოს და მისი ორი მოადგილის, შესაძლო, კანონდარღვევას შეეხებოდა.

სასამართლოს წარუდგინეს განცხადებები, რომელიც შეეხებოდა მიწის ნაკვეთების თვითნებურ მიტაცებებს, არასანქცირებულ მშენებლობებს, ასევე კიევში საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების თვითნებურ რეკონსტრუქციას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვიტალი კლიჩკოს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები