ესტონეთის პრემიერი ქვეყნის პრეზიდენტის 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში ჩასვლას მხარს უჭერს

ესტონეთის პრემიერი იური რატასი ქვეყნის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში ჩასვლას მხარს უჭერს.

„ამაზე გვისაუბრია პრეზიდენტთან, ჩემი პოზიცია, ნებისმიერ შემთხვევაში, მხარდამჭერია. რასაკვირველია, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია ჩავა თუ არა. მაგრამ, თუ ის გადაწყვეტს გამგზავრებას, აუცილებლად დავუჭერ მხარს“, -განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.

განსხვავებული პოზიცია აქვს საკითხის მიმართ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. როგორც უწყების ხელმძღვანელმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, სკეპტიკურად არის განწყობილი კალიულაიდის ვიზიტთან დაკავშირებით და ურჩევდა პრეზიდენტს გამგზავრებისგან თავი შეიკავოს.

კერსტი კალიულაიდმა მოსკოვში 18 აპრილს ვიზიტის დროს აღლუმზე დასწრების ზეპირსიტყვიერი მიწვევა მიიღო, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები